წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიებები
28-11-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მე-4  კლასის მოსწავლეებმა შესწავლილ თემას გალაკტიონ ტაბიძის „შემოდგომის დღეს“ ლამაზი და საინტერესო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ მიუძღვნეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, დრო ნაყოფიერად გაატარეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

კლასის ხელმძღვანელი თინათინ ნაცვლიშვილია.

გარდა ამისა, აქტივობები მეორე კლასშიც გაიმართა. მოსწავლეებმა შემოდგომის დღესასწაული თეთრა მღვიმის დათვალიერებით დაიწყეს, მ
ოისმინეს საინტერესო ისტორიები, მოაწყვეს შემოდგომის ნობათის გამოფენა.

მათი კლასის ხელმძღვანელი ნათია ვარდანიძ
ეა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203