ბათუმის N20 სკოლის თეატრალურმა დასმა ფესტივალზე, ნომინაციაში - „საუკეთესო მუსიკალური გაფორმება“, გაიმარჯვა
28-11-2022
ბათუმის N20 სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში - „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები უდიდესი წარმატებით წარმოაჩინეს, აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ და შესაბამისი შედეგიც მიიღეს.

სკოლამ ნომინაციაში - „საუკეთესო მუსიკალური გაფორმება“ გაიმარჯვა. ამ წარმატებით ყველა ამაყობს და ფესტივალში მონაწილე მოსწავლეებს წინსვლას უსურვებენ. 

„დიდი მადლობა ჟიურის ამ პრიზისთვის, რაც დასტურია იმისა, რომ საუკეთესო გუნდი ვართ.
შემოქმედებით გუნდს დიდი მადლობა, ვაფასებ თქვენს შრომას!
გემადლიერებით თავდაუზოგავი მუშაობისათვის და იმ ემოციებისათვის, რაც ბავშვებს მოუტანეთ!
კიდევ მრავალი წარმატება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203