„სამხრეთ ამერიკა“- სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
28-11-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, გეოგრაფიის მასწავლებელმა ხათუნა ახობაძემ მე-8 კლასში შემაჯამებელი კომპლექსური გაკვეთილი - „სამხრეთ ამერიკა“ ჩაატარა. 

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. მათ  პრეზენტაციები შემდეგი კომპლექსური დავალებების მიხედვით მოამზადეს: კონკისტატორები, ანდები, ატაკამა - ყველაზე მშრალი უდაბნო, ამაზონის დაბლობი, ჰილეები, პამპა.

მოსწავლეებმა მოპოვებული ინფორმაციისა და შექმნილი ნამუშევრების საფუძველზე, საინტერესოდ ისაუბრეს და გამოავლინეს განსაკუთრებული ცოდნა და ინტერესი საგნის მიმართ და ასევე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რუკაზე დაყრდნობით, ნახატებით, მაკეტებით, წარმოაჩინეს საკუთარი ნამუშევრები.

გაკვეთილი საინტერესოდ და შინაარსიანად წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203