„როცა რახანია დადგა შემოდგომა!“- აჭის საჯარო სკოლაში სანახაობრივი ღონისძიება გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „როცა რახანია დადგა შემოდგომა!“ მოეწყო.
პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სხვადასხვა ცხოველის როლის მორგებითა და საშემოდგომო სცენების ჩვენებით, მოსწავლეები შეეცადნენ ეჩვენებინათ, თუ რა ძალა აქვს სიკეთეს და როგორი განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს შემოდგომა მაშინ, როდესაც ადამიანები და ცხოველები მხარდამხარ შრომობენ.
ღონისძიებამ წარმატებულად და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: