
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობას მართავენ. გამონაკლისი არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე იყო.
სკოლაში ჩატარდა ტოლერანტობის კვირეული, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოწყო ტოლერანტობის კუთხე და განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა - მოსწავლეებმა თემის გარშემო ისაუბრეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ჩვენც ვუერთდებით ამ დღის აღნიშვნას და ვიაზრებთ, რომ ტოლერანტობა განსხვავებათა ჰარმონიაა, ტოლერანტული ქცევა კი ადამიანთა მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: