„პალეოლითის ეპოქა და გამოქვაბულები“- წყალთბილის საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
28-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მე-7 კლასში ღია გაკვეთილი - „პალეოლითის ეპოქა და გამოქვაბულები“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჯგუფებში მოამზადეს. მათ პალეოლითის ეპოქაზე ინფორმაცია მოიძიეს და ისაუბრეს, თუ რა დანიშნულება ჰქონდა გამოქვაბულებს ძველ პერიოდში.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ისაუბრეს იმერეთის რეგიონში სოფელ ცუცხვათში აღმოჩენილ ცუცხვათის მღვიმოვანის შესახებ.

„როგორც მეცნიერები განმარტავენ, თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით, ცუცხვათის მღვიმოვანს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ამ თემის კარგად გააზრების მიზნით, მოსწავლეებმა ჯგუფებში სხვადასხვა ნივთებით შექმნეს გამოქვაბულების ნიმუშები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203