„შემოდგომის ტყე“- ხონის N4 საჯარო სკოლის პირველ კლასში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
28-11-2022
ხონის N4 საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „შემოდგომის ტყე“ მოეწყო. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შემოდგომა გაცილეს. პატარებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

მოეწყო მოსწავლეებისა და მშობლების ნახატებისა და აპლიკაციების გამოფენა. მისი თემა იყო „სევდიანი ტყე“. 

ღონისძიების ორგანიზატორები პირველი კლასის მასწავლებელი თამარ  ბოჭორიშვილი და ხელოვნების პედაგოგი ია ტერელაძე იყვნენ.

„მოსწავლეებმა კარგად გადმოსცეს ბუნების განცდები, შემოდგომის მიწურულს. აღვნიშნავ როგორც ბავშვების, ასევე მშობლების პასუხისმგებლობით ჩართულობას და მრავალ წარმატებას ვუსურვებ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203