ბათუმის N22 სკოლის მოსწავლეებმა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი გააცოცხლეს
28-11-2022
ბათუმის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა განახორციელეს. მათ ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი წარადგინეს. მათ ის მონაკვეთი გააცოცხლეს, როდესაც ზურიკელას სასიყვარულო წერილს მერის ნაცვლად, ბებია იღებს. 

მოსწავლეების ხელმძღვანელი ნესტან დიასამიძე იყო, რეჟისორის საქმიანობა სწორედ მან ითავა. 

აქტივობა ძალიან ნაყოფიერი და შემოქმედებითად დატვირული იყო, მოვალეობები და როლები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • რეჟისორი: ნესტან დიასამიძე;
  • გადამღები: ნატა ჯაიანი;
  • ილიკო: მინდია კახიძე;
  • ილარიონი: ბექა ჩიტაძე;
  • ზურიკელა: გიორგი ტაკიძე;
  • ბებია: ლონდა მალაყმაძე;
  • მერი: ნინი ქათამაძე.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საუკეთესო რეჟისორს - ნესტან დიასამიძეს ესეთი სახალისო სპეკტაკილისთვის!
ასევე, მინდა გადავუხადო მადლობა ჩემს საუკეთესო კლასელებს იმისთვის, რომ თავდაუზოგავად შრომობდით და მაქსიმალურად ცდილობდით, რომ ეს სპეკტაკლი შემდგარიყო და შედგა კიდევაც! მიყვარხართ და მეამაყებით, საუკეთესოები ხართ“,- წერს ერთ-ერთი მოსწავლე სოციალურ ქსელში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203