„შემოდგომავ ნახვამდის“ - ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
28-11-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო საგანმანათლებლო პროცესს სთავაზობს. სკოლაში ხშირად იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის, ლასურიაშის საჯარო სკოლაში ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება - „შემოდგომავ ნახვამდის“.

მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი - ლექსებს სიმღერები და ცეკვები ცვლიდა, მოეწყო შემოდგომის თემაზე ნახატების გამოფენა.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად მოადუღეს თათარა და შემოდგომის ნობათი დააგემოვნმეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203