ქვემო მახოს საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ლექსებითა და სიმღერებით გააცილეს
28-11-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

გარდა ამისა, პედაგოგები ცდილობენ, რომ პატარების განწყობაც ამაღლებული იყოს. სწორედ ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, მეორე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ციცინო სამნიძის ხელმძღვანელობით, ბარაქიანი შემოდგომა ლექსებით, სიმღერებითა და მხიარული განწყობით გააცილეს. შემოდგომის მიწურულის ერთ-ერთი მზიანი და ფერადი დღე მოსწავლეების ღონისძიებამ კიდევ უფრო გაალამაზა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203