„შემოდგომის მიწურულს კიდევ ერთი ლამაზი დღე გაგვიფერადეს ჩვენმა ნიჭიერმა გოგო-ბიჭებმა“ -​ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა
28-11-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობი თუ კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

24 ნოემბერს, ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში, პედაგოგთა ინიციატივითა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, წარმოადგინეს მცირე ინსცენირება: „ხილთა ქება“. ზრდასრულების დახმარებით ადგილზე ამოავლეს ჩურჩხელები და დაწურეს ყურძენი.

ღონისძიება მეტად საინტერესო და სანახაობრივი აღმოჩნდა, რასაც განსაკუთრებით  შეუწყო ხელი საოცრად შესრულებულმა დეკორაციამ.

„შემოდგომის მიწურულს კიდევ ერთი ლამაზი დღე გაგვიფერადეს ჩვენმა ნიჭიერმა გოგო-ბიჭებმა და გვაგრძნობინეს, რომ ბედნიერება მათ ლაღ ღიმილში და გაცისკროვნებულ თვალებშია.

ოფურჩხეთის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203