ჩაისუბნის N2 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „სხივის“ წევრები თვეში ორჯერ ეკლესიის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ
28-11-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის საინტერესო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული ყოფილა. სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „სხივის“ წევრების ინიციატივით, გიორგობის დღესასწაული აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს თემატური პოსტერები, ისაუბრეს წმინდა გიორგის მოღვაწეობასა და მის ღვაწლზე ქრისტიანულ სამყაროში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ ახლადაშენებულ ჩაისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, სადაც ამჟამად, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეკლესია, ესაუბრნენ ხელოსნებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეკლესიის შიდასამუშოები, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება ეკლესიის მოხატვა. სარემონტო სამუშაოები ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს.

კლუბის წევრებმა მიზნად დაისახეს შექმნან საინიციატივო ჯგუფი და თვეში ორჯერ დაასუფთაონ ეკლესიის ეზო და მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან.

სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი თამილა რიონიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203