„შემოდგომის მარათონი“- დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოდგომის ცას დააკვირდნენ და თავიანთ ობიექტივში აღბეჭდეს
28-11-2022
დმანისის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო პროექტი ხშირად იმართება.
ამჯერად, ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის პედაგოგის გალინა ბლუდოვას ინიციატივით, პროექტი - „შემოდგომის მარათონი“ გაიმართა. მის ფარგლებში, VI-IX კლასის მოსწავლეები - ილხამე დილბაზი, სურაია გაჯიევა და გუნაი ოსმანოვა ცას ყოველდღიურად აკვირდებოდნენ და აღბეჭდავდნენ. მათ ობიექტივში არაჩვეულებრივი სანახაობა აისახა, მოსწავლეებმა ნახეს, თუ როგორ იცვლება ცა, რა ფერები დომინირებს, ასევე, აკვირდებოდნენ ღრუბლების განლაგებასაც.
მოსწავლეებმა კვლევის შედეგები პრეზენტაციის სახით წარადგინეს, რამაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
„დმანისის მუნიციპალიტეტის თავზე ცა განსაკუთრებულად ლამაზია, ფერთა გამის ცვლილება შემოდგომა-გაზაფხულზე განსაკუთრებულად შეიმჩნევა. ისიამოვნეთ და დატკბით ამ ლამაზი სანახაობით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს