გოგოლესუბნის საჯარო სკოლის I-IX კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
28-11-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო აქტივობები გაიმართა.

I-IX კლასის მოსწავლეთა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, შემოდგომა გააცილეს. ღონისძიება აქტივობებით მდიდარი და სანახაობრივად საინტრესო იყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა სახალისოდ წარმოადგინეს გურულები და გურია მინიატურული სკეჩებით, ლქსებით, სიმღერით.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ორიგინალურად წარმოდგენილი საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და დაეგემოვნებინათ ტრადიციული სამზარეულო.

ღონისძიების ორგანიზატორი მასწავლებელი ნათია ყაჭეიშვილი მადლობას უხდის მშობლებს და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური თანამშრომლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203