„მშვიდობა მსოფლიოს!“ - ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
28-11-2022

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, ხელოვნების მასწავლებელი მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობს.

ხელოვნების პედაგოგმა, მაია ფხაკაძემ კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა მოსწავლეებს. ამ აქტივობის წინაპირობა ონლაინ გამოფენა გახლდათ, სადაც მშობლებმა, პედაგოგებმა და თავად მოსწავლეებმა შეაფასეს ნამუშევრები.

სკოლის ფოიეში მოეწყო გამოფენა თემაზე - „მშვიდობა მსოფლიოს!“. მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეების ნაშრომებში გამოვლინდა შემოქმედებითი ნიჭი.

პედაგოგმა მხატვრული ლიტერატურით დაასაჩუქრა ღონისძიების მონაწილე ყველა ბავშვი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203