„ოქროსფერი შემოდგომა“ - ქვემო მახოს საჯარო სკოლის IV კლასში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
28-11-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას მართავენ. მათ შორის ერთ-ერთი იყო IV კლასში გამართული ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“, რომელიც წელიწადის მიმდინარე დროს მიეძღვნა.
მოსწავლეები აქტივობაში პედაგოგ ქეთევან აბულაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და იმღერეს. გარდა იმისა, რომ შესაძლებლობები გამოავლინეს, დროც სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს