​ლედგებეს სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობა - იხილეთ, მეათეკლასელთა პრეზენტაცია უძველეს ადამიანებზე და მეშვიდეკლასელთა შექმნილი კომიქსი
28-11-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა აქტივობა უძველესი ადამიანებისა და ქვის ხანის შესახებ მოაწყვეს. მათ, ისტორიის მასწავლებელის ეკა მირცხულავას ხელმძღვანელობით, უძველესი ადამიანები - ჰომინინები და ქვის ხანა „გააცოცხლეს“. 

მეათეკლასელებმა პრეზენტაცია - უძველესი ადამიანები - „ჰომინინები“, ხოლო მეშვიდეკლასელებმა ქვის ხანის ადამიანებზე - „ჰომოსაპიენსზე“ კომიქსი მოამზადეს. მათ შესაბამისი როლებიც თავად მოირგეს.

მოსწავლეებმა აქტივობები დიდი მონდომებითა და ხალისით შეასრულეს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203