„არა ძალადობას!“- თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სათქმელი ნახატების საშუალებით გადმოსცეს
28-11-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, მე-5ა კლასში, დამრიგებელმა მაია ხარატიძემ თემაზე - „არა ძალადობას!“ კლასის საათი ჩაატარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი დამოკიდებულება ნახატების მეშვეობით მკაფიოდ გამოხატეს. ასევე, ძალადობის შესახებ ისაუბრეს და მაგალითებიც მოიყვანეს.
მოსწავლეთა ნამუშევრები მართლაც მრავლისმთქმელი, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული იყო. მათ ყველანაირი ძალადობა მკაფიოდ დაგმეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს