ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრები მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობდნენ
28-11-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

ამჯერად, ეკოკლუბ „ბიოტექნოს" აქტიური წევრი მოსწავლეები კახეთის სკოლების მოსწავლეთა კონფერენციაში - „ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ ... ეპიზოდი მეხუთე“, მონაწილეობდნენ.

კონფერენცია იაკობ გოგბაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ორიგინალური ნაშრომები, რომლებიც წარმოადგენს კომპიუტერულ გრაფიკას; სტანდარტულ კომპიუტერულ პროგრამებზე დაფუძნებულ ორიგინალურ პროგრამულ პროდუქტს. კონფერენცია ორგანიზებული მარიამ ზაქარიაშვილის ორგანიზებული იყო.

ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტივობები სხვადსხვა ციფრული ინსტრუმენტის გამოყენებით წარადგინეს. 

ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ ხელმძღვანელი პედაგოგი ხათუნი ასანიძეა. მოსწავლეები და მასწავლებელი სპეციალური სიგელით დაჯილდოვდნენ. 

„გიორგი ცერცვაძე - ხელოვნური ინტელექტის კლუბის წევრი - ანიმაცია ანიმეიკერით - ციფრული დრო; ამირან მაჭარაშვილი - მდგრადი განვითარების მიმართულებით, ეკოსკოლა ,,ვარდისუბანი“ - სკრეჩის პროგრამაში ,,წყალი და მისი სარგებელი, ხოლო პროექტ ,,ჩხირკედელას" წევრმა ალექსანდრე მაისურაძემ კი ,,შუქნიშანი" თიქენქარდის პროგრამის გამოყენებით წარადგინა.
წარმატებები, კვლავ და კვლავ მადლობას ვუხდი კონფერენციის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიამ ზაქარიაშვილის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

ამიკო მაჭარაშვილის პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე

ალექსანდრე მაისურაძის ,,შუქნიშანი“ იხილეთ ბმულზე

გიორგი ცერცვაძე - ,,ციფრული დრო“, იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203