მარნეულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება საინტერესო საზეიმო პროგრამით წარმოადგინეს
28-11-2022
მარნეულის N4 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე და მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეთა ღონისძიების თემა შემოდგომა გახლდათ. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით გააცილეს. მათ შორის თეატრალური წარმოდგენები გამართეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, წელიწადის აღნიშნული დროისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებზე ისაუბრეს და შემოდგომის მრავალფეროვნება წარმოადგინეს.
მოსწავლეებისთვის ღონისძება სახალისო აღმოჩნდა, მათ ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს