დაბა თამარისის საჯარო სკოლის III კლასში „მხიარული ვიქტორინა“ გაიმართა
28-11-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იმისთვის, რომ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

25 ნოემბერს, დაბა თამარისის საჯარო სკოლის III კლასში ჩატარდა - „მხიარული ვიქტორინა“.

მოსწავლეებმა განვლილი მასალიდან კითხვებს უპასუხეს. ვიქტორინამ სასიამოვნო და სახალისო გარემოში ჩაიარა. მესამეკლასელებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ დაბა თამარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203