„ოქროსფერი შემოდგომა“- თეთრიწყლების საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
28-11-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლაში შემოდგომას საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა. 

„ოქროსფერი შემოდგომის“ მიმდინარეობაში I-V კლასების მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და სპექტაკლი - „კნაწა პაპა და კნიწა  ბებო’’ - თაგუნების საშემოდგომო  თავგადასავალი წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

სკოლის დირექციამ მონაწილე მოსწავლეებსა და ღონისძიების მომზადებაში აქტიურად ჩართულ მასწავლებლებს, კლასის  ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა.

„პატარების ნიჭიერებამ და სილაღემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203