პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მე-2 კლასში შემოდგომას საინტერესო ღია გაკვეთილი მიეძღვნა
28-11-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია ღია გაკვეთილი, რომელიც მე-2 კლასში ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა გახლდათ - შემოდგომა, საგაკვეთილო პროცესს კი მანუშაკ ბიჩახჩიანი ხელმძღვანელობდა. 

პედაგოგმა მოსწავლეებმა მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა. მოსწავლეებმა წელიწადის აღნიშნული დროისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებზე ისაუბრეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ როგორი ბარაქიანია შემოდგომა. 

მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ - ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203