ქუთაისის N37 სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღით მასწავლებლების, დირექტორისა და სკოლის ადმინისტრაციის წევრთა როლები მოირგეს
28-11-2022
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღით მასწავლებლები, დირექტორი და ადმინისტრაციის წევრები ჩაანაცვლეს, საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს და სასწავლო პროცესი წარმართეს.
24 ნოემბერს, სკოლის თვითმმართველობამ სასწავლო პროცესში მასწავლებლების ნაცვლად მოსწავლეები ჩართო.
სკოლაში გვიყვებიან, რომ, როგორც წესი, ამ დროს მოსწავლეები იკავებენ მასწავლებლების, სკოლის დირექციის წევრთა და სკოლაში არსებულ სხვა პოზიციებს.
„ეს დღე მართლაც ძალიან სასიამოვნო და დატვირთული იყო, ვამაყობთ რომ N37 საჯარო სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეთა ინტერესზე ორიენტირებული ჯანსაღი და მრავალფეროვანი გარემოა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს