
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, როგორც სკოლის შიდა ისე სკოლის გარე ღონისძიებებში აქტიურად და წარმატებით არიან ჩართულნი.
18 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია მდგრადი განვითარების მიმართულებით, სადაც მონაწილეობდნენ თელავის, გურჯაანის, აფენის, ცოდნისკარის, ვარდისუბნის და თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია.
მარიამ ნებიერიძეს თემა იყო - „კლიმატის ცვლილება“, მთვარისა გოზალიშვილის თემა კი გახლდათ - „ბიომრავალფეროვნება“.
ორივე თემის ხელმძღვანელი გახლდათ ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი ნინო სეთური.
იხილეთ ფოტოები: