„მადლიანი შემოდგომა“ - მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
28-11-2022

ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში გაიმართა შემოდგომის ზეიმი - „მადლიანი შემოდგომა“. 

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, იმღერეს, იცეკვეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203