„გეომეტრიზებული პეიზაჟი“- შეუბნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი შესთავაზა
29-11-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბნის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია, შთამბეჭდავი გაკვეთილი, რომელიც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა, აკაკი რეხვიაშვილმა, მე-6 კლასში ჩაატარა.

ღია გაკვეთილის თემა გახლდათ - „გეომეტრიზებული პეიზაჟი“.

ბავშვებს აპლიკაციის ტექნიკის გამოყენებით, ფერადი ფურცლებით და გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით, უნდა შეექმნათ მწვერვალი „კატიწვერა“. პედაგოგმა გაკვეთილის ახსნის დროს რესურსების სახით გამოიყენა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ბენო გორდეზიანის კუბისტური ნახატი „ცხრაწყარო", რომელიც შექმნილია 1924 წელს, ასევე დავით კაკაბაძისა და ვერა ფაღავას ნახატები.

„შთამბეჭდავი იყო მუშაობის პროცესი, ხოლო შესრულებულმა პეიზაჟმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203