შეუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნებით დასაჩუქრდნენ
28-11-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქველმოქმედო ორგანიზაციამ „მთიელი წიგნები“ საჩუქრად წიგნები გადასცა.

მოსწავლეებმა სასურველი საჩუქარი სიხარულით მიიღეს. 

სკოლაში ორგანიზაციას საჩუქრისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა ბავშვების გახარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის პედაგოგები მოზარდებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ და ბავშვებს წიგნს პირველი კლასიდანვე აყვარებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203