მარადიდის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
28-11-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებს თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და არაერთ კონკურსში რთავენ. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.

მოსწავლეები თამაშში სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნინო დიასამიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, წარმატებით ითამაშეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დიპლომებიც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203