თბილისის N106 სკოლის პირველკლასელები ცოდნას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იღებენ
28-11-2022

ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 სკოლის 1-ელ4 კლასში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.

პირველკლასელებმა იზეიმეს ანბანის შემობრძანება. მათ გაიცნეს და შეიყვარეს ქართული დამწერლობა, ისწავლეს პირველი ასო-ბგერები და დაწერეს სამახსოვრო ბარათზე. მოისმინეს მისი შექმნის ისტორია, ნახეს საინტერესო პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილის - „დედა ენაზე“. ეს ხომ პირველი წიგნია, რომელსაც ძეგლი დაუდგა მადლიერმა ქართველმა ერმა?!

პირველკლასელები იმყოფებოდნენ ბოტანიკურ ბაღში, სადაც მათ ჩაუტარდათ ინტეგრირებული აქტივობები ხელოვნებასა და მუსიკაში.

„არაფორმალური გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა კომუნიკაციური, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარების გამოვლენას, რაც იქნა მიღწეული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203