„შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“ - ჭვინთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სანახაობრივი ღონისძიება გამართეს
29-11-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო და კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის, 25 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება სახელწოდებით - „შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“.

ზეიმზე მოსწავლეებმა უფროსკლასელები, მასწავლებლები და მშობლები მიიწვიეს. ჩვენმა პატარებმა მასწავლებლებთან ერთად საკლასო ოთახი შემოდგომის ფერებში მორთეს და შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, უმღერეს შემოდგომას და იცეკვეს.

ღონისძიების დასასრულს პატარებმა ამოავლეს ჩურჩხელები და დამსწრე საზოგადოებას შემოდგომის ნობათით გაუმასპინძლდნენ.

სტუმრებმა კი მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოდგომის ასე ლამაზად გაცილებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს. ღონისძიება ჩატარდა დაწყებითი კლასების პედაგოგების - მანანა კაპანაძის, ნინო ნუგზარაშვილის, რაისა სამარჯევის, ეკატერინე ლიპარტელიანის და ელზა რაისიანის ორგანიზებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203