ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების მიმართ მადლიერება ორიგინალურად გამოხატეს
28-11-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში, მადლიერების დღის აღსანიშნავად, საინტერესო აქტივობა მოეწყო. 

მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ ინეზა ცენტერაძესთან ერთად, პედაგოგებისთვის მოსალოცი ბარათები, წერილები, ნახატები დაამზადეს. მათ სიყვარული, პატივისცემა და  მადლიერება სწორედ ამ გზით გამოხატეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და მასწავლებლები ძალიან გაახარეს. 

შეგახსენებთ, რომ მადლიერების დღე დღესასწაულია, რომელსაც ამერიკაში ყოველწლიურად აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203