კვალითის საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა იუმორითა და პოეზიით გააცილეს
27-11-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებით შემოდგომა გააცილეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და შესაბამისად მორთულ გარემოში იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

სკოლაში მოსწავლეებს, დამრიგებლებს, დირექტორის მოადგილე - მარი ჯანიაშვილსა და მუსიკის მასწავლებელ თამუნა თურმანიძეს მადლობას უხდიან. 

„გულს რომ უხარია ჩვენი მოსწავლეები, შემოდგომას დაემშვიდობნენ და იუმორითა და პოეზიით გააცილეს წელიწადის ეს ფერადი დრო. ვუსურვებთ, მუდამ გვეამაყოს მათით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203