„ოქროს ბიჭები“- წესის საჯარო სკოლაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებთან შეხვედრა გაიმართა 
27-11-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში საინტერესო, მამოტივირებელი აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, შეხვედრა-ღონისძიება - „ოქროს ბიჭები“ გაიმართა. სკოლაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებს - გიორგი ელბაქიძესა და ვლადიმერ გამყრელიძეს უმასპინძლეს. ისინი მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრენენ, მათ კითხვებს ამომწურავედ უპასუხეს და წარმატება უსურვეს. 

ჩემპიონებს სიგელები და სუვენირები, სკოლის ისტორიაში წარმატებული ფურცლის ჩაწერისთვის, გადაეცათ. 

კოორდინატორი ნათელა ნატმელაძეა.

„შეხვედრა თბილ და უშუალო ატმოსფეროში მიმდინარეობდა. მოგონება, შეკითხვა და უამრავი კეთილი სურვილი ერთმანეთს ცვლიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203