ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში, მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, VII კლასის მოსწავლეებთან თანასწორობის კვირეული ჩატარდა
26-11-2022

ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში, 15 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, VII კლასის მოსწავლეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით თანასწორობის კვირეული ჩატარდა.

აქტივობებს მანდატურის სამსახურის ტრენერი ეკატერინე კილაძე უძღვებოდა.

შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა თანასწორობის თემაზე თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.

ჩატარებული ღონისძიებების დახმარებით მოსწავლებმა გააანალიზეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ, სტერეოტიპული მიდგომებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების უარყოფითი შედეგები, უკეთ გაეცვნენ თანასწორობის, როგორც ღირებულებების დაცვისა და ქცევაში ასახვის მნიშვნელობის გააზრებას.

თანასწორობის კვირეული ევროპის საბჭოს, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში განხორციელდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203