ბაზაქლოს საჯარო სკოლის დირექტორს - მაია ამიროვას etaloni.ge-მ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საპატიო დიპლომი მიანიჭა
26-11-2022

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები და პედაგოგები არაერთ საინტერესო პროექტში წარმატებით მონაწილეობენ. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სკოლის დირექტორის - მაია ამიროვას პროფესიონალიზმია. ის თითოეულ თანამშრომელზე ზრუნავს და ხელს უწყობს, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ. ამ ყველაფრის დასტურია, მათ შორის, საპატიო დიპლომიც, რომელიც etaloni.ge- მაია ამიროვას მიანიჭა

წარმატებულ დირექტორს​ დიპლომი​ საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო აქტივობა სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომბლობისთვის გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ბაზაქლოს საჯარო სკოლა, დირექტორის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენ გვერდით დგას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203