„სიკეთე გადამდებია“ - დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
26-11-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში მრავალი საინტერესო პროექტი ხორციელდება. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში და გარდა ამისა, სოციალურ პროექტებშიც სიამოვნებით მონაწილეობენ.

„სიკეთე გადამდებია“, - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ამჯერად მოსწავლეება განახორციელეს. პროექტის ფარგლებში მოზარდები სოციალურად დაუცველ ოჯახს მატერიალურად დაეხმარნენ.

პროექტის მონაწილეებმა სოციალურად დაუცველ ოჯახს პროდუქტები მიუტანეს და გამოჩენილი ყურადღებით გაახარეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203