„ადამიანი ადამიანისათვის“ - მიქავას თემის N2 სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
25-11-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლა ღირსეულ და სამაგალითო მოქალაქეებს ზრდის, მოსწავლეებს უვითარებს ემპათიის გრძნობას და სხვების დახმარებასა და თანაგრძნობას ასწავლის. მოსწავლეებს კარგად ესმით ქველმოქმედების მნიშვნელობა.
ამის ნათელი მაგალითია, საქველმოქმედო აქცია, რომელიც მოზარდებმა სკოლაში გამართეს.
მოსწავლეებმა შემოწირულობის ყუთი „ადამიანი ადამიანისათვის“ შექმნეს და თანხა შეაგროვეს მათთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
„ქველმოქმედება ყველა ჩვენგანის ვალია, როგორც ჩვენი სასიქადულო მწერალი, გურამ დოჩანაშვილი, გვასწავლის - „ადამიანი ადამიანისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს