უჩმანის საჯარო სკოლაში შემოდგომას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
25-11-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში საინტერესო საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში, რომელსაც ორგანიზება პედაგოგმა და ამავდროულად დირექტორმა მანუშაკ ხაჩატრიანმა გაუწია, მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, შემდეგ კი სეზონური ხილ-ბოსტნეულით ჯანსაღი საკვები მოამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები, დირექტორის მანუშაკ ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით, მომავალ თაობას მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203