„კულტურათა გაცვლა გრძელდება“- ვარძიის საჯარო სკოლის მეორე-მესამეკლასელებსა და ინდოეთის სკოლის მოსწავლეებს შორის საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა
25-11-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები ონლაინ ინდოეთის ანანტა ვიდიას ნიკეთანის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. მოსწავლეებს ჰქონდათ მომზადებული დიალოგები, სიმღერები და დადგმები ბოსტნეულისა და ხილის შესახებ. ისინი აქტივობაში მონდომებით, ინგლისურის მასწავლებლებთან ლელა კოჩაძესა და მარინა ტურაშვილთან ერთად ჩაერთნენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლებს შორის თანამშრომლობა უკვე მეორედ შედგა. 

„კულტურათა გაცვლა და თანამშრომლობა გრძელდება. შეხვედრა დაიწყო ორი ქვეყნის ლოცვით და დასრულდა ჰიმნით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203