„ოქროსფერი შემოდგომა“ - დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო
25-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო. 

ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ვარდანუშ სანოსიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. მასში მე-8 და მე-11 კლასების მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო. საზეიმო განწყობა შესაბამისად მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აამაღლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203