ქუთაისის N12 სკოლაში გერმანული ენის კლუბის წევრებმა საინტერესო სასწავლო პროექტზე იმუშავეს
25-11-2022

ქუთაისის N12 სკოლაში გერმანული ენის კლუბი - „გერმანულის ფანები“ წარმატებით ფუნქციონირებს.

კლუბი სკოლაში სექტემბრიდან მუშაობს და მრავალფეროვან აქტივობებსა და პროექტებს ახორციელებს. 

ამჯერად, კლუბის წევრებმა წარმოადგინეს სასწავლო პროექტი - „გერმანიისა და საქართველოს ეროვნული დღესასწაულები“.

მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა თემაზე - „გაყოფილი გერმანია, გერმანიის გაერთიანება“ შექმნეს გერმანიისა და საქართველოს დროშები, დახატეს რუკები თავისი სიმბოლოებით.

პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა გაითამაშეს ვიქტორინა - „რა? სად? როდის?“.

კლუბის დამფუძნებელი მე-11 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ კეთილაძე გახლავთ. კლუბის კურატორი გერმანული ენის პედაგოგი მედეია რევია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203