„ბარაქიანი, ოქროსფერი შემოდგომა“ - გომანის საჯარო სკოლის მე-4 კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
25-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, მე-4 კლასში, დამრიგებელ ელმირა ღაბალიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ბარაქიანი, ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.

ბავშვებმა თავიანთი ხელით გაკეთებული სურათები კედელზე ააწყვეს და იოსებ ნონეშვილის ლექსის -„შემოდგომა“ მიხედვით შემოდგომის სურათი წარმოადგინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203