ყაურმის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
25-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა.

მოეწყო გამოფენა და ღონისძიება, რომელიც ოქროსფერ შემოდგომას ეძღვნებოდა. მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი საშემოდგომო აქსესუარებითა და სურათებით იყო მოწყობილი მთელი სააქტო დარბაზი. მათ ლექსებით, სიმღერებით, პატარა სპექტაკლითა და ცეკვით გააცილეს ნოემბერი.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.  

მათი ხელმძღვანელი მასწავლებელი ლია ტონოიანია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203