წერეთელის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს პოეზიის საღამო მიეძღვნა
25-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ - მათ პოეზიის საღამო მოაწყვეს, „პოეტების მეფის“ ლექსები წაიკითხეს, მისი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს, გაიხსენეს მისი სიყვარულის ისტორია და ცოდნა გაიღრმავეს. 

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა მენთეშაშვილი იყო. აქტივობაში მონაწილეობა მიიღო გულნარა ნემსაძემ, რომელმაც VI კლასის მოსწავლეები მოამზადა.

ღონისძიებამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

„დიდი მადლობა ღონისძიებაზე ჩართულ თითოეულ მასწავლებელსა და მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203