„პოეზია უპირველეს ყოვლისა“ - ქუთაისის N38 სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა
25-11-2022

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის IX კლასში ​ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ჩატარდა.

ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 131 წლის იუბილეს მიეძღვნა. ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას პედაგოგი მთვარისა კიკვაძე ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას, გალაკტიონის პოეზიის გაცნობასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203