
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შემოქმედებითი აქტივობით გააცილეს.
მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს და სკოლის სივრცეში გამოფინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოზარდებმა აქტივობა ექსპრომტად შეასრულეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარება-წარმოჩენას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: