იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსისთვის შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს
25-11-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. მოსწავლეთა მოტივაციისა და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენის მიზნით დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ. 

ამჯერად მოსწავლეები საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ კონკურსში ჩაერთნენ. 

კონკურსი 1122 წელს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის შემოერთებას და მისი ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადების 900 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

II - XI კლასების მოსწავლეთა ნამუშევრებიდან შეირჩა 13 საუკეთესო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ავტორები მოუთმენლად ელოდებიან 27 ნოემბერს - ფინალისტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203