კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდნენ
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები კონკურსებსა თუ პროექტებში დიდი წარმატებით ერთვებიან. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სკოლაში შექმნილი გარემო და პედაგოგების პროფესიონალიზმია.
ამჯერად, მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მარეხი ფორჩხიძის ხელმძღვანელობით, სასკოლო პროექტის „ჩემი კულტურა ჩემი სიამაყეა“ ფარგლებში, მწერალთა სახლის მიერ დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების შესწავლის შემდეგ, კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული ორი თემიდან, აირჩიეს და საკონკურსოდ წარმოადგინეს ერთ-ერთი:
ესეს წერისას მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის მოთხრობები - „სამანიშვილის დედინაცვალი“, „სოლომონ მორბელაძე“, „ბაკულას ღორები“ განიხილეს.
პროექტი დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში სასწავლო ექსკურსიით დაგვირგვინდა, სადაც მოსწავლეებმა საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია.
„სასკოლო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოინახულეს სიმონეთის დედათა მონასტერი, მოისმინეს საინტერესო ისტორია მონასტრის შესახებ და დედა ნატალიას ლოცვა-კურთხევით სავსენი დაბრუნდნენ შინ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: