„იოდდეფიციტი“​ - გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
28-11-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. იმისთვის რომ მოსწავლეებს ხარისხიანი ცოდნა მისცენ, პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა პროექტებს, აქტივობებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, გუთურის საჯარო სკოლის მე-9 - მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის ნინო შარაშიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „იოდდეფიციტი“ განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდნენ ექიმ ენდოკრინოლოგ იზო ცინცაძეს და იოდდეფიციტის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203